7.02.2020
გუშინ გაიმართა შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ბატონ ლევან ხარატიშვილთან, რომელსაც გავაცანით ჩვენი ფონდის საქმიანობა.
შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. შეხვედრის მიმდინარეობისას ჩაისახა ჩვენი საქმიანობის განვითარების ახალი ხედვები,მიმართულებები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პერსპექტივები. ბატონმა ლევანმა გამოთქვა მზადყოფნა ქართული მოზაიკის მხარდასაჭერად.