29.02.2020
გუშინ შევხვდით მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წამყვან თანამშრომლებს, ბატონ გიორგი გაგოშიძეს და ქალბატონ მანანა ვარძელაშვილს.
შეხვედრის დროს ჩვენ ბევრი რამ შევიტყვეთ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების შესახებ არსებულ კანონებსა და შერჩევის კრიტერიუმებზე. როგორც გაირკვა, XX საუკუნის მრავალი ქართული მოზაიკებს შორის მხოლოდ ერთს აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. შეხვედრის შედეგად, ჩვენ ვაპირებთ გავმართოთ კამპანია ქართული მოზაიკებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მისანიჭებლად.ამისთვის ვაპირებთ ეტაპობრივად წარვუდგინოთ იმ ნამუშევრების სია,რომლებიც წარმოადგენენ მხატვრულ და ისტორიულ ღირებულებას.