ჩვენი ფონდის შესახებ
ჩვენი ფონდის უპირველეს ამოცანას როგორც ძველ დროს, ასევე ე.წ. „საბჭოთა პერიოდში“ საქართველოში შექმნილი მოზაიკის შესწავლა, რესტავრაცია და კონსერვაცია წარმოადგენს.მოზაიკა არქაული ხელოვნება არ არის. მას ძველ რომშიც ქმნიდნენ, ძველ საბერძნეთშიც, ახლო აღმოსავლეთშიც და საბჭოთა კავშირშიც. მოზაიკა ქალაქების მორთვის ერთ-ერთ უიშვიათეს ინსტრუმენტს წარმოადგენდა. მოზაიკური პანოები იმით არის უნიკალური, რომ ინტერიერშიც გვხვდება და შენობების გარეგან გაფორმებაშიც. ამასთან, არ შეიძლება მოზაიკა იმ შენობის ფუნქციისგან მოწყვეტილად განიხილებოდეს, რომელზეც ის არის გამოსახული, თუმცა, რა თქმა უნდა, ხანდახან მოზაიკაზე გამოსახულ სიუჟეტს კონკრეტულ ობიექტთან არაფერი აკავშირებს.საქართველო ერთ-ერთია იმ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის, სადაც მოზაიკის წარმოება და შექმნა განსაკუთრებით პროდუქტიული იყო. მთელ ქვეყნაში არაჩვეულებრივი მოზაიკებით შემკული უამრავი ობიექტი გვხვდება და მათგან ბევრი უნიკალური ხელოვნების ნიმუშია.
სამწუხაროდ, ამჟამად ჩვენს ქვეყანაში მოზაიკა არ იმყოფება სათანადო ყურადღების ქვეშ.ამას არა მარტო არქიტექტურის დამფასებლები, არამედ თავად პანოს შემქმნელებიც ამოწმობენ. იშვიათია, რომ ე.წ. „საბჭოთა“ მოზაიკებს ძეგლის სახელწოდება მიენიჭოს და დაცვის სტატუსი ჰქონდეს. ამის გამო ისინი ხანდახან უდიერად მოპყრობის მსხვერპლი ხდება, ხანდახან კი სულაც ნადგურდება.ადამიანებისთვის მოზაიკები ყოველდღიურობის ელემენტებად იქცა, და ეს ტურისტული, გულუბრყვილოდ “ბავშვური” შთაბეჭდილება გამოსაფხიზლებელია. მოზაიკების მეშვეობით ხომ ადვილად შეიძლება იდეოლოგიების ევოლუციას მივადევნოთ თვალი, ყოველდღიურობის ელემენტები დავინახოთ და იმასაც კი მივხვდეთ, რაზე ფიქრობდნენ და ოცნებობდნენ ადამიანები. ამ კონტექტსში მოზაიკები არა მარტო ხელოვნების ნიმუშად, არამედ უნიკალურ ისტორიულ დოკუმენტებად უნდა განვიხილოთ, რომლებიც სახვითი ხელოვნების ენით ამა თუ იმ ისტორიულ ეპოქას დეტალურად აღწერს. აუცილებელია, რომ მსგავსი ისტორიული მოწმობები ყოველმხრივ დავიცვათ და შემდეგ თაობებს გადავცეთ. ეს მათ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში დაეხმარება, რაც, როგორც ცნობილია, ნაციონალური თვითიდენტიფიკაციის საწინდარია. დღესდღეობით ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას მსოფლიო თანამეგობრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. სწორედ ამიტომ ჩვენი ფონდის საქმინობა ქართული მოზაიკისა და უშუალოდ მასთან დაკავშირებული გამოყენებითი დიზაინის დარგების მხარდაჭერისა და განვითარებისკენაა მიმართული.*ბათუმის პიაცას მოზაიკის ფრაგმენტი. ავტორი: ნატალია ამირეჟიბი დე პიტა
ჩვენი მხარდაჭერები
ფონდი “რიბირაბო” დიდად აფასებს იმ ადამიანებს, როგორც სხვადასხვა კომერციული და საჯარო ორგანიზაციების წევრებს, ასევე კერძო პირებს, რომლებიც ჩვენს გვერდში დგომით გვეხმარებიან პროექტების განხორციელებაში და ხელს უწყობენ ქართული მოზაიკის აღორძინებას
- გრანტ ტორნტონ საქართველო
- შატო მუხრანი
- ამერიკული სავაჭრო პალატა AmCham
- ქართულ-ფრანგული სავაჭრო პალატა CCIFG
- საფრანგეთის საელჩო საქართველოში
- იურიდიული კომპანია BLC
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
- საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
- რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი EBRD
- არტ ტენტი
- საქართველოს ტურიზმის აროფნელი ადმინისტრაცია
- გორის მუნიციპალიტეტის მერია
- სილვი კლერი
- ინა კლუე
- ნინი ფალავანდიშვილი
- შარლოტ ემბურგ
- მაია ბიჭიკაშვილი
- ოლგა მაკარენკო
- ქსენია ბუგრიმენკო
- ნატალი სამარჩიან
- ლეილა ამანი
- ლომანგ კარასო
- მარალ ორაზოვა
- იულია სოტიე
- თეონა დოლიძე
- დავით გვეთაძე
- ჟაკ ფლიორი
- ჟან-პატრიკ ვოაზენ
- კატარინა ბიორლინ ჰანსენ
- იულია სოვაჟ
- ირინა საკ