ჩვენი ბლოგი
ე. წ. პერიოდის მოზაიკები
ე. წ. “საბჭოთა პერიოდის მოზაიკები” მოცემული ეპოქის დამახასიათებელი კომპონენტია. მათი მასშტაბური წარმოება შეიქმნა საბჭოთა სახელმწიფოს მიღწევებისა და სიმძლავრის განდიდების და მასებში საბჭოთა იდეოლოგიის დანერგვის მიზნით.
მიუხედავად ამისა, ე. წ. საბჭოთა მოზაიკა არც ისე ერთმნიშვნელოვანია. ნამუშევრების უმეტესობაში მათი ავტორები ცდილობენ დაშორდნენ სახელმწიფოს მიერ დაძალებულ დოგმას და იპოვონ ბევრად უფრო ადამიანური ენა პლასტიკური სახეების გადმოსაცემად. ამ თვალსაზრისით, ეს მოზაიკები საინტერესო მოვლენაა, რომელიც სრულად წარმოაჩენს ხელოვნების ზოგადსაკაცობრიო, უნივერსალურ ხასიათს, რომელიც ვერ ეტევა ნებისმიერი იდეოლოგიის ჩარჩოებში.
საქართველოში მონუმენტური მოზაიკების წარმოება განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო. ამ დრომდე საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილია საბჭოთა პერიოდის ოთხასამდე მონუმენტური ნამუშევარი, და მათგან მხოლოდ რამდენიმეშია უშუალოდ საბჭოთა სიმბოლიკა (წითელი ვარსკვლავი, ნამგალი და ურო, დროშა და ა. შ.). აბსოლუტური უმეტესობა კი მთლიანად გამოდის კომუნისტური იდეოლოგიის სიმბოლური ასახვიდან და ცდილობს ასახოს არსებული სინამდვილე. თანაც ქართული მოზაიკას ახასიათებს ეროვნული ტრადიციებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება. მოზაიკურ პანოებზე ძალიან ხშირად ნახავთ პერსონაჟებს ეროვნულ ტანსაცმელში, მათზე ასახულია აგრეთვე დამახასიათებელი ეროვნული სიმბოლიკა, მითოლოგია და ლიტერატურა. ნებისმიერი თემისთვის – იქნება ეს უნივერსალური თუ ვიწრო სპეციალობის – ამოსავალი წერტილია ეროვნული თვითშეცნობა. გარდა ამისა, ქართულ მოზაიკას, ზოგადად, ახასიათებს სოციალისტური რეალიზმის კანონიკური პლასტიკისგან დაშორება და ამა თუ იმ პერიოდის მსოფლიო ხელოვნებაში გაბატონებული მხატვრული მიმართულებების ფაქიზი აღქმა.