პირველად საქართველოს ისტორიაში, საბჭოთა მოზაიკა ფაქტობრივად გამოყენებული იქნება, როგორც ქალაქის ეკონომიკური განვითარების მთავარი ინსტრუმენტი, მიზანმიმართულად შექმნილი ქალაქში ტურისტების მოსაზიდად და შესაბამისად, საქართველოში ტურისტული ნაკადის გაზრდის მიზნით.
პოლონური სოლიდარობის ფონდი, რომელიც რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობს რეგიონულ მუნიციპალიტეტებთან და აქცენტს აკეთებს დემოკრატიული ტრანსფორმაციების მხარდაჭერაზე, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაზე, კარგი მმართველობისა და ადგილობრივი დემოკრატიის პრინციპების განვითარებაზე, აგრეთვე ეკონომიკურ და სისტემურ გარდაქმნებში გამოცდილების გაცვლაზე, ზესტაფონში ახორციელებს პროექტს „ქალაქის ახალი სახე“. ეს პროექტი შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ზესტაფონს არა მხოლოდ შეინარჩუნოს, არამედ გაზარდოს ეკონომიკური მაჩვენებლები მას შემდეგ, რაც ქალაქი გაყვანილი ავტობანის მოშორებით აღმოჩნდება. Პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
ამ პროექტის ფარგლებში სოლიდარობის ფონდმა, “ რიბირაბო”-სთან თანამშრომლობით, გადაწყვიტა სამი მშვენიერი მოზაიკა, რომელიც დღეს შემორჩენილია ზესტაფონში, ტურისტულ ატრაქციონად აქციოს. (მოგეხსენებათ, ზესტაფონში 6 უზარმაზარი მოზაიკური ნამუშევარი იყო. ერთ-ერთის გადარჩენა ჩვენმა ფონდმა უკვე მოახერხა DRV-სთან ერთად, და გადაიტანა ხონში, აფხაზეთიდან დევნილებისთვის აშენებულ კულტურის სახლში. ხოლო ფეროშენადნობის ქარხნის ფასადებზე განთავსებული 3 მოზაიკა განადგურდა 2000-იანი წლების დასაწყისში). ამჟამად ჩვენ ვახორციელებთ დარჩენილი მოზაიკების რეაბილიტაციას.
ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც განადგურება ემუქრებოდა, უახლოეს მომავალში მისი ამჟამინდელი მდებარეობიდან გ.ნიკოლაძის სკვერში გადაინაცვლებს, რაც მას ფართო მაყურებელისთვის ხელმისაწდომს გახდის.
ხოლო დანარჩენი ორი, რომელიც კერძო მესაკუთრეების ხელშია, გაიწმინდება თითქმის 40 წლიანი ჭუჭყისა და მტვრისგან და კვლავ გაბრწყინდება პირვანდელი ჟღერადი ფერებით. (“როგორ გავწმინდეთ ზესტაფონის მოზაიკა”, იხილეთ ჩვენი წინა პოსტები).
ისევე, როგორც პოლონური სოლიდარობის ფონდი, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ რეაბილიტირებული მოზაიკები და მათ კონტექსტში დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ზესტაფონის განვითარებაში და დააყენებს მას ერთ-ერთ პირველ სტრიქონზე საქართველოში ტურისტების ყველაზე საყვარელი ქალაქების სიაში.
Პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში