ჩვენი პირველი ნაბიჯები.პირველი შეხვედრა დუშეთის მერთან ბატონ ზურაბ სეხნიაშვილთან. ამ შეხვედრის მთავარი თემა იყო ფონდი “რიბირაბოს” მოღვაწეობა, კერძოდ, დუშეთის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ერთერთი ულამაზესი მოზაიკის აღდგენა, ასევე, როგორც მოზაიკის მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთება და გალამაზება. მერიამ ჩვენი ინიციატივა დიდი ენთუზიაზმით მიიღო და დახმარების გაწევას დაგვპირდა.