5.01.2020
შეხვედრა მოზაიკის ოსტატებთან, ბ.რობინზონ და ბ.ოთარ იმერლიშვილებთან, რომლებიც დაგვეხმარებიან ციხისძირისა და ნატახტარის მოზაიკების რესტავრაციაში. ეს მოზაიკები შექმნილი იყო XX საუკუნის 70-ან წლებში უნიკალური ტექნოლოგიით, სადაც გამოყენებულია ქართული ეროვნული “ბრენდისთვის”, ტიხრული მინანქრისათვის,დამახასიათებელი ხერხები. საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი მოზაიკური შედევრი დამზადებულია ზუსტამ ამ ტექნოლოგიით. ვიმედოვნებთ, რომ მოზაიკის ოსტატებთან ერთად, რომლებიც ფლობენ ამ საიდუმლოს, შევძლებთ არა მარტო ციხიძირისა და ნატახტარის მოზაიკების აღდგენას, არამედ უნიკალური მოზაიკური ტექნოლოგიის დაბრუნებას და სამომავლოდ განვითარებას.