ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მოზაიკებს პირვანდელი ჟღერადი ფერები დაუბრუნდა.
მოზაიკების რეაბილიტაცია, რომლებიც მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე მე-20 საუკუნის მეორე ნახევარშია შესრულებული, Solidarity Fund PL in Georgia-ს პროექტის ფარგლებში, პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.
რეაბილიტირებული მოზაიკური პანოები სოლიდარობის ფონდი PL-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრა იაროშევიჩმა მოინახულა. ასევე დაათვარიელა ქარხნის ტერიტორია და ფეროშენადნობთა საწარმოო პროცესსაც გაეცნო.