პოლონეთის სოლიდარობის ფონდმა Solidarity Fund PL in Georgia პოლონეთის საელჩოს დაფინანსებით ზესტაფონში განხორციელა პროექტი სახელწოდებით “ ქალაქის ახალი სახე”.
პროექტის ფარგლებში ზესტაფონში მდებარე მოზაიკურ პანოებს გამოჩენილი ქართველი ხელოვანის დემურ ბაშელეიშვილის ავტორობით ფონდი “ რიბირაბოს” მიერ ჩაუტარდა რეაბილიტაცია. მოზაიკების აღდგენით და საკონსერვაციო სამუშაოების უზრუნველსაყოფად შევქმენით სამუშაო ჯგუფი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების და მოხალისეების მონაწილეობით. ზესტაფონის მოზაიკების სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა 2023 წლის პირველ დეკადაში.
“რიბირაბო” დიდ მადლობას უხდის ზესტაფონის მოზაიკების სარეაბილიტაციო პროექტის ყველა მონაწილეს:
ბატონ გიორგი გელაშვილს
ბატონ ილია ჭრელაშვილს
დაჩი მეტრეველს
ინგა ვართანიანს
ეკატერინე მაისურაძეს
ელენე ერქომაიშვილს
ნელი ხურციძეს
თებროლე ქემოკლიძეს
ანა კუნელაშვილს
და ივანე მოლოდცოვს და მის გუნდს.
ასევე დიდი მადლობას ვუხდით ზესტაფონის მერიას, განსაკუთრებით კი ზესტაფონის მერს, ბატონ ვასილ გველესიანს მხარდაჭერისთვის.