2023 წლის 8 ნოემბერს , პროექტის “მოზაიკების, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენა და აღდგენა” ფარგლებში, შედგა გაცნობითი შეხვედრა სტაჟირების ფარგლებში შერჩეულ ახალგაზრდებსა და ფონდი „რიბირაბოს“ ექსპერტებს შორის. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო მოზაიკების ისტორიას და პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულ აქტივობებს.
პროექტი “მოზაიკების, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენა და აღდგენა”. ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, #EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.