სოფელ რუხის მიტოვებული მოზაიკების რესტავრაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია ადგილობრივ ახალგაზრდებში. ახლა ისინი ჩვენს პროექტში მონაწილეობენ როგორც მოხალისეები. რა თქმა უნდა,მათთვის მოზაიკის აღდგენის პროცესში მონაწილეობა საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილებაა. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენი პროექტის ახალგაზრდა მოხალისეები აღიქვამენ ამ მოზაიკებს არა მხოლოდ მოზაიკური ხელოვნების ნიმუშებად, არამედ მათ განიხილავენ უნიკალურ ისტორიულ დოკუმენტებად, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. ჩვენი პროექტის ეს მნიშვნელოვანი კონტექსტი აისახება დოკუმენტურ ფილმში, რომლის გადაღება მიმდინარეობს UNDP- ის დაფინანსებით.
* ზუგდიდის მხატვრული რეწვის ცენტრის “ მოზაიკა სტუდიოს” პროექტი “მოზაიკების, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენა და აღდგენა”, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.