რომელიც ნელ-ნელა ცოცხლდება და იკავებს მისთვის განკუთვნილ მყუდრო ადგილს, სადაც ის შეძლებს საბოლოოდ დაისვენოს წვიმისა და სიცივისგან და გულგრილი, უყურადღებო დამოკიდებულებისგან… სადაც მას მოუვლიან და დააფასებენ, სათანადო პატივისცემით მოეპყრობიან… როგორც მშვენიერი აფროდიტე აღმოცენდა ზღვის ქაფიდან, ასევე ჩვენი მშვენიერი ქალბატონი ღირსეულად გამოდის მრავალწლიანი დავიწყებისგან. და მთელი ჩვენი გუნდი უკვე ითვლის დღეებს იმ მნიშვნელოვან მომენტამდე, როდესაც ის საბოლოოდ სრულად გამოჩნდება მისთვის განკუთვნილ ტახტზე-“მოზაიკა სტუდიოს” ცენტრის საგამოფენო დარბაზის კედელზე- და გვაჩუქებს მის გაბრწყინებულ ღიმილს.
.* ზუგდიდის მხატვრული რეწვის ცენტრის “ მოზაიკა სტუდიოს” პროექტი “მოზაიკების, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენა და აღდგენა”, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.