ესეც ასე…ჩვენი “წითელკაბიანი მანდილოსანის” აღდგენა თითქმის დასრულდა. ძალიან ცოტა დეტალი გვაქვს დარჩენილი სარესტავრაციო სამუშაოს დამთავრებამდე და ღვთის შეწევნით უახლოეს დღეებში დავამთავრებთ.
რაც შეეხება რიგით მეორე პანოს, რომელსაც პირობითად დავარქვით “ ზაფხული”, ის უკვე მთლიანად აწყობულია და დანომრილია. ორშაბათს დავიწყებთ მის კედელზე დამონტაჟებას.
ცრუ მოკრძალების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ სწრაფად მივდივართ ჩვენი გუნდის წყალობით. მართლაც შესანიშნავი გუნდი გვყავს. რაც მთავარია, ჩვენ ყველას, განურჩევლად პროფესიული გამოცდილებისა, გვაერთიანებს ერთი მიზანი: გადავარჩინოთ ქართული მოზაიკა განადგურებისგან.
.* ზუგდიდის მხატვრული რეწვის ცენტრის “ მოზაიკა სტუდიოს” პროექტი “მოზაიკების, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენა და აღდგენა”, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.