ნატალი ამირეჯიბი დეპიტა
თანადამფუძნებელი
ნატალიმ ხატვა დაიწყო ძალიან ადრეულ ასაკში. იმ დროს, როდესაც მან მაგისტრის ხარისხი მიიღო თბილისის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში, მისი ნამუშევრები უკვე იყო გამოფენილი საქართველოში, ლატვიაში, ბულგარეთში, მექსიკაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, შეერთებულ შტატებსა და რუსეთში.1995 წელს ნატალი მიწვეული იქნა პარიზში,ხელოვანთა რეზიდენციაში Cité Internationale des Arts.მოგვიანებით მან სწავლა გააგრძელა დიზაინის და მენეჯმენტის სკოლა Creapole- ში, სადაც ნატალი ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე და ბოლოს იგი ჩაირიცხა სორბონში, სადაც მიიღო თანამედროვე ხელოვნების და ხელოვნებათმცოდნეობის პროფესიული ლიცენზია.(licence en Arts Contemporains et Science).
2001 წელს ნატალი შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად. ლოზანაში მან გახსნა სამხატვრო გალერეა Lepic, სადაც საკუთარ ნამუშევრებთან ერთად სხვადასხვა ევროპელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენებს აწყობდა. ამავე დროს ნატალის ჩამოუყალიბდა ინტერესი იტალიური მოზაიკის მიმართ და მან გაიარა სტაჟირება მოზაიკის სკოლაში იტალიაში.
2007 წელს ნატალი მიიწვიეს საქართველოში დიდი სამშენებლო პროექტში მონაწილეობის მისაღებად: მან შექმნა ესკიზები და უხელმძღვანელა მოზაიკური მოპირკეთება ახალი პრეზიდენტის სასახლეში. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ნატალიმ გულდასმით მუშაობდა მისი პროფესიული კარიერის უმნიშვნელოვანეს პროექტზე საქართველოს ისტორიის თემაზე” ვინ ვართ,საიდან მოვდივართ”, სადაც ასახული იქნა საქართველოს რთული და ფერადი ისტორიის მთლიანობა, რომლის მხატვრული კონცეპცია ნატალიმ პირადად შეამუშავა.
2010 წელს, ნატალიმ განახორციელა ბათუმის ერთ-ერთი ცენტრალურ მოედანზე, პიაცაზე, იატაკზე მდებარე მოზაიკა (106 კვ.მ) ეს მოზაიკა წარმოადგენს მედალეონს, სადაც ფიგურატული მოტივი ეხამება გარშემორტყმულ დეკორატიულ ორნამენტს. ეს კონკრეტული ნამუშევარი არის ევროპაში ყველაზე დიდ ფიგურატულ მარმარილოს მოზაიკად აღიარებული.
2012 წელს ნატალიმ კიდევ ერთი მონუმენტური პროექტი განახორციელა ბათუმის მთავარ მოედანზე (ევროპის მოედანზე). იტალიური მოზაიკის სახელოსნოსთან, Travisanutto Mosaici-სთან თანამშრომლობაში მან შექმნა ორი ფასადის მოზაიკური პანელები.
დღეს ნატალი ცხოვრობს და მოღვაწეობს საქართველოში. მოზაიკასთან ერთად მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფერწერა, გრაფიკა, ინტერიერის დიზაინი და გამოყენებითი დიზაინი.
ლუსინე ბარდონ
თანადამფუძნებელი
ბიოტექნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის მაგისტრის წოდების მიღების შემდეგ (1993), ლუსინე გახდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-მუშაკი. (2012 წელს მან მიიღო კვლევისა და განვითარების PHD UNIMAN- ში გრენობლში).2003 წელს ლუსინე მეუღლესთან ერთად საქართველოში გადმოვიდა სახცხოვრებლად.2009 წელს ის აუდიტორად ჩაირიცხა პარიზის უსაფრთხოების და სამართლიანობის მოწინავე კვლევების ეროვნულ ინსტიტუტში (INHESJ), 21-ე ეროვნული სესიაზე, სპეციალობით” უსაფრთხოება და სამართლიანობა”.ამ პერიოდის დასასრულს, ლუსინეს ჩამოუყალიბდა ინტერესი სოციალური საკითხების მიმართ:2007 წელს, ის გახდა საფრანგეთის პოლიტიკური პარტიის – Union for Popular Mouvement (Union pour un Movement Populaire) წევრი.
2010 წელს მან შექმნა პარტიის ადგილობრივი განყოფილება,ხოლო2011 წელს გახდა UMP– ს დროებითი კომისარი საქართველოში.2013 წელს მან შექმნა “უცხოეთში მცხოვრები ფრანგების კავშირის”( Union des Français à l’Étranger) ასოციაციის წარმომადგენლობა საქართველოში-UFE-საქართველო და გახდა ამ ასოციაციის პრეზიდენტი. ეს ასოციაცია დაარსდა 1927 წელს და პირველი დღიდან ცდილობს უცხოეთში მცხოვრები საფრანგეთის მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დაცვას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასოციაციის პრინციპებიდან გამომდინარე, მისი წევრების უმთავრესი მიზანია ადამიანების დახმარება, ხოლო პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებს ასოციაცია არ განიხილავს. UFE- საქართველო აწყობს უამრავ შეხვედრებს, წვეულებებს, ექსკურსიებს.2014 წელს ლუსინე არჩეული იქნა საკონსულო მრჩეველად საქართველოში და სომხეთში მცხოვრები საფრანგეთის მოქალაქეებისთვის. (60%-ზე მეტი ხმით). ლუსინე ამ პოსტს დღემდე იკავებს. ის საფრანგეთის მოქალაქეების ინტერესებს წარმოადგენს, განიხილავს მათ პრობლემებს და ზრუნავს მათ სოციალურ და საგანმანათლებლო განვითარებაზე.2015 წელს ლუსინე დაინიშნა საფრანგეთის პოლიტიკური პარტიის “რესპუბლიკელების” (ყოფილი UMP) დროებით წარმომადგენლად საქართველოში და სომხეთში.მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის მონაწილეობდა თანამემამულეების მრავალრიცხოვანი შეხვედრების ორგანიზებაში,ეხმარებოდა მათ ინტეგრირებას ლოკალურ საზოგადოებაში.საქართველოში საფრანგეთის სავაჭრო პალატასთან ერთად ლუსინემ მოაწყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება,რომლის მიზანი იყო საქართველოსა და საფრანგეთის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთგავლენის გამყარება და საქართველოში ფრანგული საზოგადოების მჭიდრო ინტეგრირება.ასევე ფრანგი პარლამენტარების დახმარებით მან მხარი დაუჭირა საფრანგეთის საერთაშორისო სკოლების დაარსებას და განვითარებას თბილისში და ერევანში.ამჟამად ლუსინე საქართველოში მუშაობს სხვადასხვა პროექტებზე. მათ შორისაა საფრანგეთის საელჩოს პროექტი საქართველოში, რომელიც ხორციელდება ფრანგულ-ქართული სავაჭრო-სამრეწველო პალატის (CCIFG) მონაწილეობით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფრანგული ენის შესწავლა საჯარო სკოლებში. თბილისის სკოლებში წიგნები დარიგებულია და მასწავლებლების გადამზადება ხდება. ლუსინე ამ პროექტს მიიჩნევს მომავლის ინვესტიციად. ასევე შეიქმნა მოლიერის ფონდი, გაიხსნა კლასები და მასწავლებლებს ფონდიდან ხელფასები დაურიგდათ. ეს პროექტი უკვე გათვალისწინებულია 16 სკოლაში .მოლიერის ფონდმა, როგორც კერძო პირებისაგან, ასევე სახელმწიფოსაგან შეაგროვა თანხები, რომლითაც დაფინანსდა საჯარო სკოლებში ფრანგულენოვანი გაკვეთილების (8-10 წლის ასაკისთვის) ანაზღაურება.ფრანგულენოვანი მერების ასოციაციასთან ერთად ლუსინემ ხელი შეუწყო ქვის დამუშავების სკოლის დაფინანსებას თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. ამ საქმიანობასთან შეხების პროცესში ლუსინეს ჩამოუყალიბდა ინტერესი ქართული მოზაიკის მიმართ,რომლის შესწავლა მან გულდასმით დაიწყო.საქართველოში ყოფნის მთელი წლების განმავლობაში ლუსინემ აქტიური წვლილი შეიტანა საფრანგეთსა და ამ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაძლიერებაში.ლუსინე არის მრავალი პროფკავშირისა და ასოციაციის წევრი, ასევე ახერხებს თანხების შეგროვებას საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის.2013 წელს ლუსინე დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით (სერთიფიკატი N 08063)2017 წელს დაჯილდოვდა საფრანგეთის “ეროვნული დამსახურების”ორდენით (chevalier)
ირინა კოჩაკ
თანადამფუძნებელი
ირინა კოჩაკმა დაამთავრა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, მოსკოვი, რუსეთი, და მიიღო აზიის ისტორიის სპეციალისტის დიპლომი.
1994-1999 წლებში მუშაობდა საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტად Moscow/NET Projrct-ში, არაკომერციულ ორგანიზაციაში, რომელიც ახორციელებდა USAID-ის დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებს რუსეთში სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებისთვის. სწავლების მიზანი იყო ისეთი ხელმძღვანელი მუშაკების აღზრდა, რომელთაც ექნებოდათ დემოკრატიულ მმართველობაზე და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლელად პოლიტიკის, პროგრამებისა და ინსტიტუტების
2006-2016 წლებში ირინა მუშაობდა ავსტრიის საიუველირო სახლის Frey Wille-ს ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ეს სახლი დააარსა 1951 წელს მხატვარმა მიქაელა ფრაიმ, და ის ცნობილია მსოფლიოში თავისი იშვიათი სამკაულებით, რომლებიც დამზადებულია მინანქრის და ძვირფასი ლითონების ურთიერთშეხამებით. საიუველირო სახლის ფილოსოფიაა ხელოვნების სიყვარული, და კოლექციების შთაგონების წყაროა დიდი მხატვრების – გუსტავ კლიმტის, კლოდ მონეს, ფრიდენსრაიჰ ჰუნდერვასერის და სხვათა მიერ შექმნილი ხელოვნების ნაწარმოებები. ირინამ კომპანიაში მუშაობა დაიწყო რუსეთში, ყაზანში ბუტიკის დირექტორად. შემდეგ იყო მთავარი კონსულტანტი თურქეთში, სტამბოლში ბუტიკის გახსნაზე, შემდეგ კი საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობის გენერალური დირექტორი.
ირინა საქართველოში ცხოვრობს 2008 წლიდან და აქვს საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა.
2012 წელს,ჟურნალი EGO- ს რედაქციამ სთხოვა ირინას დაესწერა რეპორტაჟი აფრიკაში მისი საფარის შესახებ. შემდგომ კი ირინა გახდა EGO Travel Advice- ის მიმომხილველი და განაგრძო თავისი მოთხრობების გაზიარება ჟურნალის 20-ზე მეტ ნომერში 2015 წლამდე.
ირინა არის საქართველოს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (IWAG) გამგეობის წევრი. IWAG დაარსა 1996 წელს თბილისში მცხოვრებ ემიგრანტთა და ქართველ ქალთა მცირე ჯგუფმა. მათი მთავარი მიზანი იყო, რომ დახვედროდნენ თბილისში ჩამოსულ ამ ულამაზეს ქალაქში დასახლებაში და გააეცნოთ მათთვის საქართველოს მდიდარ კულტურა საზოგადოებრივი და კულტურული ღონისძიებების ჩატარების მეშვეობით. მომდევნო წლებში მისი საქმიანობა გაფართოვდა და ის გახდა საქართველოში ცნობილი ასოციაცია, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს და ახორციელებს საქმიანობას განათლების, ჯანდაცვისა და კულტურის დარგებში.
ირინა ჯერ კიდევ საქართველოში დასახლებამდე დაინტერესდა უძველესი, განსაკუთრებით კი ესპანური, პორტუგალიური, მაროკოული და თურქული კერამიკული ფილებით და მოზაიკით. ქართული მოზაიკების მიმართ მისი სიყვარული ჩაისახა მაშინ, როდესაც პირველად იყო ყაზბეგის მთაზე და ნახა უბრალო ავტობუსის გაჩერება, სადაც გამოსახულია ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწისა და პოეტის შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ სცენების გამოსახულებები. ირინა უკვე 12 წელია საკუთარი სურვილით იღებს ქართული მოზაიკების ფოტოსურათებს და სწავლობს მათ ისტორიას.