„წითელკაბიანი მანდილოსანი“, „ზაფხული“ და „მუსიკოსები“. ეს ულამაზესი მოზაიკური ფერწერა სოფელ რუხში, ავარიული შენობების კედლებზე იყო განთავსებული და განადგურება ემუქრებოდა.
დაზიანებული პანოების სრული რესტავრაცია ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში განხორციელდა. დღეს, აღდგენილი მოზაიკა ზუგდიდის ქუჩებსა და შენობებს ამშვენებს. გამორჩეულმა კედლის ფერწერამ სამეგრელოს რეგიონს კიდევ ერთი საინტერესო ტურისტული სანახაობა შესძინა.
მოზაიკის რესტავრაციის პროექტში ჩართულები იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები – „ფონდი რიბირაბო“ და ზუგდიდის მხატვრული რეწვის ცენტრი „მოზაიკა სტუდიო“. რესტავრაციას უძღვებოდნენ ქართველი და ფრანგი ექსპერტები.
მოზაიკის აღდგენაში აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი ახალგაზრდები, რომლებიც ექსპერტებს ეხმარებოდნენ და რესტავრაციის ხელოვნებას ეუფლებოდნენ.
2020 წლიდან, ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში, 44 ადგილობრივი სამოქალაქო ინიციატივა განხორციელდა. ამ პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების განვითარებაში და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების შექმნაში.