რიბირაბო“-ს პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით .
ვებგვერდის მიზანია საბჭოთა პერიოდის ქართული მოზაიკური ხელოვნების ნიმუშების ერთ ვირტუალურ სივრცეში თავმოყრა. უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა ეპოქა იყო ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი ქართული მოზაიკისთვის, რომლის განმავლობაში ასობით შედევრი შეიქმნა. ბევრი მათგანი გამორჩეულ ქართველ ხელოვანებს ეკუთვნის, ვისი ავტორობა პროექტზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ.
უნდა აღინიშნოს, რომ მოზაიკა არ არის ხელოვნების არქაული ფორმა. მოზაიკები იქმნებოდა ძველ რომში, ძველ საბერძნეთში, ისევე, როგორც ახლო აღმოსავლეთსა და საბჭოთა კავშირში.
დღევანდელი მსოფლიო დიდ ყურადღებას უთმობს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში, მოზაიკური პანოები იშვიათად არის კანონმდებლობით დაცული. შედეგად, ზოგჯერ მათ უგულებელყოფენ და ანადგურებენ კიდეც. ამასთან დაკავშირებით, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა 2021 წელს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მეოცე საუკუნის მოზაიკის საფუძვლიანი აღწერის ჩატარება და მოზაიკების პასპორტების ინდექსის დანერგვა.
ვებგვერდისთვის შევქმენით უნიკალური ლოგო, რომელიც ეფუძნება ცნობილი ქართველი მხატვრის, ვიქტორ ჭუმბურიძის დიდი ხნის დაკარგული მოზაიკის დეტალის გრაფიკულ რეპროდუქციას. ჩვენდა სამწუხაროდ, ვიქტორ ჭუმბურიძის არც ერთ მოზაიკას ჩვენამდე არ მოუღწევია. დაღუპული ნამუშევრების შორისაა მისი მთავარი შედევრი, ხაშურის ძველი სამრეწველო კომპლექსისთვის 1970-იან წლებში შექმნილი მოზაიკური პანო. ამ საოცარი მოზაიკის მხოლოდ სურათებია შემორჩენილი. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენს ვებგვერდზე გადმოგვეტანა აღნიშნული ნამუშევრის ერთ-ერთი ფრაგმენტი, რომელიც ასახავს ბუს, რაც მიგვითითებს რომ ნამდვილი ხელოვნება უკვდავია.
მოზაიკა იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე საშუალებიდან, რომლებიც ქალაქების დეკორაციაში გამოიყენებოდა. მოზაიკა უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ექსტერიერსა და ინტერიერში. ამავდროულად, მოზაიკა არ შეიძლება აღიქმებოდეს ცალკე იმ არქიტექტურული სტრუქტურისგან, რომელზეც ის მდებარეობს, მიუხედავად იმისა, რომ მოზაიკური ნამუშევრების დიზაინი კონკრეტულ ობიექტთან ყოველთვის დაკავშირებული არ არის.
მოზაიკა უკვე ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, შესაბამისად, საჭიროა, დავიბრუნოთ მისით აღფრთოვანების უნარი. ამასთან ერთად, მარტივდება მოზაიკის საშუალებით თვალყური ვადევნოთ იდეოლოგიის განვითარების ისტორიას, გავერკვეთ წარსულის ყოველდღიურ ცხოვრებაში და, უფრო მეტიც, გავიგოთ თუ რისი სჯეროდათ და რას ხედავდნენ სიზმრად ჩვენი წინაპრები.
მოზაიკა უნდა განიხილებოდეს არამხოლოდ როგორც ხელოვნების ნიმუში, არამედ როგორც უნიკალური ისტორიული დოკუმენტი, რომელიც დეტალურად ასახავს ერთ ან რამდენიმე ისტორიულ ეპოქას სახვითი ხელოვნების ენის გამოყენებით. ამ სახის ისტორიული მტკიცებულებები სათანადოდ უნდა იყოს დაცული და გადაეცეს მომავალ თაობებს.
აღნიშნული ვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, რაც მოგეხსენებათ, აუცილებელია ეროვნული თვითმყოფადობისთვის. საბჭოთა პერიოდის ქართული მოზაიკა გამორჩეულია იმით, რომ მისი იკონოგრაფია ხშირად ეყრდნობა ფოლკლორის ელემენტებს, საბჭოთა ეპოქამდელ ისტორიულ მოვლენებსა და ქართული ლიტერატურის ოსტატთა შემოქმედებას. გარდა ამისა, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის მრავალი ქართული მოზაიკური ნამუშევარი მიმართულია პოსტმოდერნულ ხელოვნებასთან დაკავშირებულ ავანგარდული თემებისკენ. არ არის გამორიცხული, რომ საბჭოთა პერიოდის მოზაიკა განასახიერებს პოსტმოდერნული პერიოდის ქართული სახვითი ხელოვნების არსს.
მეტი ინფორმაცია პროექტზე შეგიძლიათ ნახოთ საიტზე:
Georgian Mosaics აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ:
App Store: https://apps.apple.com/tr/app/georgian-mosaics/id1601409902
Google Play: https://play.google.com/store/apps/details?id=com.georgianmosaics
ფონდი “ რიბირაბო” მადლობას უხდის შემდეგ ორგანიზაციებს და კერძო პირებს, რომლებიც ჩვენს ინიციატივას უჭერენ მხარს : Food Alliance, SICPA, Blauenstein, ჟან-პატრიკ ვუაზენი და მეჰმეთ ქოჩაქი.